„გასეირნება ინდიგოს გზაზე”- ღონისძიებაში საქართველოც მონაწილეობს

18 ნოემბერს იუნესკოში გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა „გასეირნება ინდიგოს გზაზე“. გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ინდიგო საღებავის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლი სხვადასხვა ქვეყნების სოციალურ-კულტურულ ასპექტში.

გამოფენა მოეწყო ავსტრიის ეროვნული კომისიის ინიციატივით და მასში მონაწილეობა მიიღო იუნესკოს წევრმა 18-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რომელმაც ქართული ტრადიციული „ლურჯი სუფრა“ წარმოადგინა.

„ლურჯი სუფრა“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა თინათინ კლდიაშვილმა წარმოადგინა.

ნამუშევრები განთავსდა იუნესკოს გარე პერიმეტრზე. ღონისძიება გენერალური კონფერენციის მსვლელობის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები