გამოფენა „ხელოვნების მეჯლისი“ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას ეძღვნება

13, 14 დეკემბერს, კულტურის ცენტრ „მუზას” საგამოფენო დარბაზში, წინასაშობაო ღონისძიება „ხელოვნების მეჯლისი“ მოეწყობა. ღონისძიება ითვალისწინებს ქართველი მხატვრების, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვას.

გამოფენა ეძღვნება დიდი მაესტროს მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას.

საკუთარი შემოქმედების წარდგენისთვის ყველა ხელოვანს, მისთვის გამოყოფილი სივრცე ექნება. საღამოს ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ. გამოფენა 13 დეკემბერს 18 საათზე გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ VIPR/ მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, უკვე განხორციელდა პროექტი მალტაზე. „ხელოვნების მეჯლისის“ მონაწილეთა შემოქმედების წარდგენამ უცხოეთში, წარმატებით ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.