ჩიკაგოში წიგნის კლუბი “რუსთაველი” ლიტერატურულ ღონისძიებას მასპინძლობს

ჩიკაგოში წიგნის კლუბის “რუსთაველი” ლიტერატურულ ღონისძიებას მასპინძლობს. კლუბის ახალი პროექტი ქართველ თუ უცხოელ ავტორთა ნაწარმოებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და განხილვას მოიცავს.

პირველი შეხვედრა 1 დეკემბერს, ჩიკაგოში გაიმართება. წასაკითხად და განსახილველად შეარჩიეს საქართველოში მოღვაწე  ხელოვნებათმცოდნისა და მწერლის ნათია მეგრელიშვილის წიგნი ” +5,0″.

,,ამჯერად ჩვენი კატალოგიდან შევარჩიეთ საქართველოში მოღვაწე  ხელოვნებათმცოდნის,  მოაზროვნე მწერლისა და საინტერესო ადამიანის ნათია მეგრელიშვილის წიგნი, ” +5,0″, რომელიც  მისი ორიგინალი გამომცემელის, ბატონ როსტომ ჩხეიძის კეთილი ნებით გადმოეცა Rustaveli Publishing-ს. დიდი მადლობა ბატონ როსტომ ჩხეიძეს, ამ წიგნის გამოცემისთვის 2010 წელს! ამჯერად კი, მისი პროგრესული ხედვა დროებას ფეხდაფეხ მიყვება – გაცოცხლდეს ადრე დაბეჭდილი და დახლებიდან გამქრალი წიგნები მკითხველთა ფართო მასებისთვის, მსოფლიო მასშტაბით. მადლობა მას მასალის მოწოდებისთვის!“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

“ამ წიგნში არაფერია გამოგონილი, ყველა ამბავს ჰყავს თავისი რეალური გმირი და შესაძლოა ავტობიოგრაფიული ეპიზოდებიც მრავლადაა. ეს არის გასული საუკუნის 90-იანი წლების და 21 საუკუნის დასაწყისის სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრების სურათები” – ამბობს წიგნის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები