საქართველო სამხრეთ კორეაში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

18 ნოემბერს საქართველოს საელჩომ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაზე მიიღო მონაწილეობა.

ბაზრობა სეულის  ქალთა საერთაშორისო  ასოციაციისა და დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით წელს 57-ედ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ასევე საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი საინფორმაციო მასალა.

„SIWA Bazzar“ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება, შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვისაა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.