პროექტის “ნორვეგიაში მცხოვრები ბავშვები ეცნობიან ქართულ კულინარიას” პრეზენტაცია გაიმართა

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში, დიასპორულმა ორგანიზაციამ – “Geo Nor – The Link Between Georgia & Norway” გამართა ახალი პროექტის – “ნორვეგიაში მცხოვრები ბავშვები ეცნობიან ქართულ კულინარიას” პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოსლოში მცხოვრები ქართულენოვანი ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად, საქართველოს ელჩი ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე და კონსული  ნათია სებისკვერაძე.

დიასპორული ორგანიზაცია “Geo Nor – The Link Between Georgia & Norway” ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სახის აქტივობებს 2013 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, დააარსეს გამომცემლობა „წიგნიერება“, რომლის მეშვეობითაც ქართველი დიასპორელი ბავშვებისთვის გამოიცა ორი წიგნი – „ანბანეთის ამბები“,  რის საშუალებითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ქართული ანბანი შეისწავლონ ილუსტრაციებისა და სახალისო ისტორიების დახმარებით და „თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“, რომელიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის საშუალებითაც. ორგანიზაცია ხელს უწყობს  საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას ასევე სამოქალაქო საზოგადოების კუთხით და თანამემამულეების დასახმარებლად, ეწევა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.