„მარგალიტი კავკასიონის ჩრდილიდან“ -ფრანგული გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

ფრანგული გამოცემა „FranceInfo” საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის და არქიტექტორული ძეგლების მიმოხილვასთან ერთად, დამოკიდებელი საქართველოს ისტორიის მცირე ექსკურსსაც სთავაზობს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „ტიპური საბჭოთა ქვეყნის მოლოდინს აქაური ქალაქები თავიანთი ევროპული ხასიათით მარტივად გაგიცრუებენ. აქაა ნეოკლასიკური არქიტექტურა და ხშირად ფუტურისტული ხედვაც, მაგალითად ისეთი, როგორიცაა „მშვიდობის ხიდი“ – ათასობით ნეონათურით განათებული მინის კონსტრუქცია“.

სტატია ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსაც მიმოიხილავს და უცხოელ ვიზიტორებს ურჩევს, აუცილებლად ეწვიონ ადგილს, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ იყონ აქტიურები – „სულ რაღაც 4 საათში მწვერვალებიდან ზღვის სანაპიროზე ხართ, საქართველოს ბუნება ფუფუნებასაც გთავაზობთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები