არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი უჩვენეს

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

„უარყოფით რიცხვები“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქნა. რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ახალგაზრდების გამოსასწორებელ დაწესებულებაზე მოგვითხრობს. კოლონიაში რაგბის ვარჯიშები იმართება და შედეგად, იწყება ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღება, მთავარ გმირს კი უწევს გააკეთოს არჩევანი მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, 20 ნოემბერს “უარყოფით რიცხვებს”იტალიაში, რომის დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალზეც უჩვენებენ.

 

პირველად ქართველმა მაყურებელმა უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი ბაკურიანში, ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში ნახა. ფილმის ეროვნული პრემიერა თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები