მწერალი ნინო ხარატიშვილი, შილერის მემორიალური პრიზის პირველი ქართველი მფლობელია
მწერალ ნინო ხარატიშვილს შილერის მემორიალური პრიზი გადასცეს.
შილერის პრემია ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.
2019 წლის შილერის მემორიალური პრიზის და ფულადი ჯილდოს 25 000 ევროს ოდენობით მფლობელი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი გახდა.
დაჯილდოება 14 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართა. პირველი კადრები შტუტგარტიდან ლიტერატურული პრემიის ,,საბა“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.