ვენაში “გაეროს ქალთა გილდიის საქველმოქმედო ბაზარზე” საქართველოც იქნება წარმოდგენილი

23 ნოემბერს, ვენაში გაიმართება “გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზარი”, რომელზეც საქართველოს საელჩო ქართული კუთხით იქნება წარმოდგენილი.

საქველმოქმედო ბაზარზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოინახულოს და შეიძინოს ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.

გაერო-ს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს და ათასობით სტუმარს მასპინძლობს. გილდია მთელი წლის განმავლობაში შეგროვილი და აღნიშნულ ფესტივალზე შემოსული თანხებით, აფინანსებს საქველმოქმედო პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.