ბრუკლინის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება ,,ქართული სუფრა“ გაიმართა

ბრუკლინის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება ,,ქართული სუფრა“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, უნიკალური ქართული ღვინითა და  ქართული სიმღერებით.

,,საღამო ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც ჩვენ გვჩვევია – უხვი, ბარაქიანი, გემრიელი, უნიკალური ქართული ღვინით და განუმეორებელი ქართული სიმღერებით. 130 მოწვეული სტუმრის მადლობა და ტაში აუღელვებლად ალბათ არავის არ დატოვებდა, მით უმეტეს მე, ვიდექი თვალცრემლიანი, ბედნიერი და ამაყი, რომ კიდევ ერთხელ აღიარეს საქართველოს უნიკალურობა, სტუმართმოყვარეობა, ნიჭი და გემოვნება. მადლობა ყველა ორგანიზატორს, მადლობა დარა გოლშტეინს, ამერიკელ ქალს, რომელმაც აღმოაჩინა ქართული სამზარეულო, დაწერა პირველი წიგნი მასზე და დაანახა ამერიკელებს, რომ ჰოთ დოგების და ბურგერების გარდა არსებობს უნიკალური, უგემრიელესი ქართული სამზარეულო. დიდი მადლობა დარა ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. დიდი მადლობა ილუშა ცინაძეს, უნიჭიერეს ქართველ მომღერალს და მუსიკოსს არაჩვეულებრივი ქართული სიმღერებისთვის, ასე რომ გაალამაზა ქართული სუფრა! ეს წარმატება მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად საქართველოს წარმატებაა, აღიარონ შენი კულტურა, შენი სამზარეულო და ასეთი ფიესტა მოგიწყონ მსოფლიოს ჭიპში – ნიუ იორკში, ალბათ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი ერის ოცნებაა“ – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ორგანიზატორი მაია დვალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.