მიუნხენში „თბილისობა 2019“ გაიმართება
გერმანიის ქალაქ მიუნხენის ხელოვნების სასახლე 30 ნოემბერს ქართული კულტურის დღეს – „თბილისობა 2019-ს” უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის, სუვენირებისა და ეროვნული სამოსის გამოფენა.
„თბილისობა 2019-ის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი მომღერლებისა და ცეკვის ანსამბლ „ახალი თაობას“ კონცერტი.
პროექტის ორგანიზატორები გერმანიაში მცხოვრები ქართველი დედა-შვილი, გვანცა შალამბერიძე და ნინი ივარდავა არიან, რომელბმაც კოკურსში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოპოვეს დაფინანსება.
სპეციალურად ამ დღისთვის მიუნხენს ქართველი მხატვრებიც ეწვევიან. საღამოზე დასწრება კი ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება.