ქართველმა და გერმანელმა ავტორმა საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცეს

„საქრთველოს ღირებულებანი: მოგზაურობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაში“ – ასე ჰქვია გერმანელი და ქართველი ავტორის მიერ, საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნს. 

„საქართველო არის განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც აქვს მუდმივი ეკონომიკური ზრდა, თვალწარმტაცი პეიზაჟები და ჰყავს ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი.  თავისი ლამაზი პლაჟების, მაღალი მთებისა და უნიკალური ისტორიის გარდა, ქვეყანას თქვენთვის  გაცილებით მეტის შემოთავაზება შეუძლია“- ნათქვამია წინასიტყვაობაში.

წიგნში მოცემული ტექსტები და ფოტონამუშევრები  ერთგვარ ექსკურსს წარმოადგენს ქართულ ღირებულებებში უკეთ გასარკვევად. გამოცემაზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ  ქართველი ფოტოგრაფი,ზურაბ ცერცვაძე და გერმანელი ავტორი, ჰანს გიუნტერ-ლინდერი.

„ამ წიგნით ვეძებდი საქართველოს ღირებულებებს, აქ კი ნამდვილი ბრილიანტი აღმოვაჩინე“- ამბობს ჰანს ლინდერი  გამოცემის  რეცენზიაში.

წიგნის შეძენა გერმანული ონლაინ-მაღაზიების მეშვეობით უკვე შესაძლებელია, პრეზენტაცია კი 24 ნოემბერს გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები