ქართველი მსახიობი ამერიკული თეატრის ჯილდოს მფლობელი გახდა
ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა, ირინა ცქიფურიშვილმა ანდერსონ ჰოპკინსის თეატრალური ხელოვნების ჯილდო მიიღო.
ჯილდო მას თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადასცეს.
ირინა ცქიფურიშვილი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და „Synetic Theater“ წარმატებული მსახიობია. გასულ თვეს მის შესახებ ცნობილი ამერიკული გამოცემა „DC metro theater arts“ წერდა. სტატიაში, სახელად „სინთეზური თეატრის ტემპი“, ავტორი ირინა ცქიფურიშვილის მაღალ სამსახიობო ხელოვნებასა და მის განსაკუთრებულ ხედვებზე საუბრობდა.