მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი 13 – 18 დეკემბერს გაიმართება
,,მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი 2019″ თბილისში 13 – 18 დეკემბერს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ ფილმები მიგრაციის თემაზე. ნამუშევრებში, ნაჩვენებია ის იმედი და სირთულეები, რაც თან ახლავს მიგრაციას.
ფესტივალის პირველ დღეს მაყურებელი იხილავს ფილმს ჰარუს ახალი წელი / Haru’s New Year . ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი იზოლაციაზე, მარტოობაზე და ახალ ადგილზე გაჩენილ იმედზე, რომელიც მიწვდება ყველა იმ ადამიანის გულს, ვისაც საკუთარი სახლიდან შორს ახალი ცხოვრების დაწყების გამოცდილება აქვს.
ასევე გაიმართება IOM-ის გამოფენა “უთქმელი ამბები – ქართველ დაბრუნებულ მიგრანტთა ფოტოისტორიები” კონოთეატრ “ამირანში”. ფოტოგრაფი დინა ოგანოვა.