“ირიაოს” წარმატებული გამოსვლა მიუნსტარლანდის ფესტივალზე

მიუნსტარლანდის ფესტივალი ქართული ეთნო-ჯაზბენდის “ირიაოს” წარმატებული კონცერტით დასრულდა. ღონისძიება გაიმართა ბურგ ფიშერინგის სასახლეში და მას 250-მდე ადამიანი დაესწრო.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კოესფელდის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრისტიან შულცე პელენგარმა, საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ ქეთევან გვენეტაძემ, მიუნსტერლანდის საბჭოს წევრმა კლაუს ელინგმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა კრისტინე ზორიესმა.

„ირიაო“ 6 წელიწადზე მეტია არსებობს. ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. მისი დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა და ჯგუფებისათვის. ანსამბლი მისივე ინიციატივით 2013 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები