გია ყანჩელის მუსიკა მინსკში აჟღერდება
„გია ყანჩელი-მეგობრების პორტრეტი“- ასე ჰქვია საკონცერტო პროგრამას, რომლითაც 20 ნოემბერს ბელარუსის სახელმწიფო ფილარმონიის მცირე დარბაზში ანსამბლი „კლასიკ-ავანგარდი“ მაყურებლის წინაშე წარსდგება.
ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე შესრულდება, როგორც თავად გია ყანჩელის, ასევე მისი მეგობარი კომპოზიტორების ცნობილი კომპოზიციები. მათ შორის არიან პიარტი, სილვესტროვი და შნიტკე.
საღამოზე ანსამბლს არანჟირებას ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული ხელოვანი, ვლადიმერ ბაიდოვი გაუწევს.