,,სამეფო ნაციონალური ბალეტი”-ს მორიგი წარმატება ჰოლანდიაში

,,სამეფო ნაციონალური ბალეტის” გასტროლი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება. მორიგი კონცერტი ანსამბლმა ეინთჰოვენში გამართა. წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა.

ანსამბლი კონცერტებს ჰოლანდიაში 21 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე მართავს. საგასტროლო ტური 23 კონცერტს მოიცავს.

“სამეფო ნაციონალური ბალეტი“ მსოფლიოს ქართულ ცეკვას, ქორეოგრაფიაში ნოვატორული მიდგომით, ძველისა და ახლის სინთეზით წარმატებით აცნობს.

ფოცხიშვილების გვარი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ემსახურება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას. “სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ჩამოყალიბება უკავშირდება საქართველოს ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ხელოვნების ამაგდარის, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერის გელოდი ფოცხიშვილის სახელს. მის საქმეს დინასტიის წარმომადგენელები გელა ფოცხიშვილი და მისი მეუღლე მაია კიკნაძე აგრძელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები