ახალი ამბები განათლება

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსის აღდგენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, საბინე ქუნსტს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს განათლების სფეროში და აღნიშნეს ის ისტორიული კავშირები, რომლებიც საქართველოს და გერმანიას შორის არსებობს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტს და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეს შორის ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კონკრეტული გეგმების დასახვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე განიხილეს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართველი დოქტორანდებისთვის და პოსტდოკებისთვის მოკლევადიანი კვლევითი ვიზიტების მიზნით, ორმხრივი ჩარჩოს შექმნის და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსის აღდგენის შესაძლებლობები.

სხვა სიახლეები

შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იტალიაში

Editor

პარიზის საშობაო გალა კონცერტისთვის ოთხი ქართველი მუსიკოსი ემზადება

Editor

,,ქართულ კვირას“ და საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლამპარს’’ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Editor

ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ზეა ნომინირებული

Editor

14 ივლისს, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა

Editor

Women in Wine Expo – ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალი მეღვინეები ლოპოტაზე გამართავენ

Editor