შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო ავტორთა რეიტინგში მე-13 ადგილზეა

ცნობილი ამერიკული გამოცემა ”Runker” მსოფლიოს  ყველა დროის საუკეთესო ავტორთა სიას აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა ეპოქის 100 მწერალი და პოეტია შეყვანილი.

 

როგორც გამოცემა წერს, სია იმ ცნობილი ავტორებით შეადგინეს, რომელთა რომანები, პიესები, ესეები ან პოეზია საუკეთესოა მწერლობის ისტორიაში, რომლებმაც გაუძლეს დროის გამოცდას და თავიანთი ნაწარმოებებით შექმნეს „მსოფლიო ლიტერატურის კანონი“.

სიაში შოთა რუსთაველთან ერთად, უილიამ შექსპირის, ფიოდორ დოსტოევსკის, ვიქტორ ჰიუგოს, მარკ ტვენისა და ჯორჯ ორუელის სახლებსაც შეხვდებით.

ყველა დროის საუკეთესო ავტორის ვინაობა ონალაინ ხმის მიცემს საფუძველზე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის დაახლოებით ოთხასი ათასამა ადამიანმა მისცა ხმა რჩეულ ავტორს.

სიის სათავეში ინგლისელი მწერალი და დრამატურგი, უილიამ შექსპირია.ქართველი პოეტი კი რეიტინგში მე-13, ფრანც კაფკასა და მიგელ დე სერვანტესს შორის არსებულ ადგილს იკავებს.

ფავორიტი ავტორისათვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს სპეციალური ლინკის საშუალებით შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები