შანხაის ფესტივალზე ქართული ღვინის სიმპოზიუმი იმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია წარმოდგენილია შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე „ProWine Shanghai“.

ფესტივალი მოიცავს  „საფერავის სიმპოზიუმს“ და დეგუსტაციას სომელიეებისათვის. სიმპოზიუმს  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი გაუძღვება.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და  საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიზნით.

„ProWine Shanghai“-ს ასი ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. მათ შორის არიან დისტრიბუტორი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და პროფესიონალი სომელიეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.