იტალიაში თუში პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

21 ნოემბერს იტალიაში, პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით “დეე, შენა-დ, თუშეთ…” გაიმართება. საღამოს ქალაქი ბარი უმასპინძლებს.

ღონისძიება თუშური ფოლკლორით იქნება გაჯერებული. გარმონსა და ფანდურზე შესრულებული მთის სიმღერები და პოეტის თუშურ დიალექტზე შექმნილი ლექსები, სტუმრებს საქართველოში ამოგზაურებს.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ბილეთებიდან შემოსული თანხა ქართველი მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის ვაჟის, ნიკა ჩოხელის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება.

ღონისძიებას მუსიკალურად მარინე ქააძე, თეონა დინგაშვილი, ზაირა ნარიმანიძე და ასევე ქალთა კვარტეტი “იავნანა“ გააფორმებს.

გიორგი რამაზაშვილი თუშეთში, დართლოში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად იტალიაში მოღვაწეობს. ლექსებს ბავშვობიდან წერს. თუში პოეტი ლექსების ორი კრებულის ავტორია – „თუშეთისკარ, მზე აგვიჩინდ“;  „დეე, შენა–დ თუშეთ“. მისი ლექსები თურქულ ენაზეც გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები