„ზამთრის აჭარა“ პოლონური გამოცემის გვერდებზე

პოლონური გამოცემა, “Wrocław” აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, ზღვისპირა რეგიონი ზამთარშიც არანაკლებ საინტერესოა ტურისტებისათვის. „აჭარის მთები ნამდვილი სამოთხეა ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც საცხენოსნო და სათხილამურო ტურები ან მთამსვლელობა იზიდავს“ – ნათქვამია სტატიაში.

 

“Wrocław” ბათუმისა და ვროცლავის მეგობრობის მრავალწლიან ისტორიასაც  განიხილავს, 2016 წლიდან დღემდე ქალაქებს შორის თანამშრომლობით მრავალი კულტურული პროექტი განხორცილდა. მათ შორის, აჭარის საგუნდო კაპელისა და ეროვნული ბალეტის  გასტროლები, რომლებმაც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ანშლაგებით ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები