გიორგი ჯანჯღავა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა

11 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ, დუზჯეში შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან ნიგარ დემირჯან ჩაქართან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მხარდაჭერისათვის, რომელიც 2013 წელს გაიხსნა. ასევე აღინიშნა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორების (მაკა სალია, შორენა ლომაია, ნანა კაჭარავა, მარინა სულხანიშვილი, ფევზი ჩელები) ღვაწლი, რომლებიც წარმატებით უძღვებიან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

ელჩი ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოები გადასცა.

გიორგი ჯანჯღავა დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციასაც ეწვია. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული დიასპორის როლზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში და ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში. ამასთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მსგავსი შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს, როგორც საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები