„ჩვენებურებისა“ და ლელა ნაყეურის მეგრული სიმღერა ავსტრიაში

„ჩვენებურებისა“ და ლელა ნაყეურის კონცერტი ამჯერად ავსტრიაში, ვენაში გაიმართა. ქართულმა ფოლკლორის საღამომ ტრადიციულად, ანშლაგით ჩაიარა.

„ჩვენებურებისა“  და ლელა ნაყეურის ტურნე, სახელწოდებით  „კავკასია“ ევროპის 4 და აზიის 1 ქვეყანაში 13 კონცერტს მოიცავს.

 „კავკასია“  24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულდება.

კონცერტს, ავსტრიაში ქართული სათვისტომო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები