საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქართული ისტორიები“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

კონკურსი ღიაა ნებისმიერი ეროვნების ადამიანის ნამუშევრისთვის, რომელიც ასახავს ქართულ კულტურას, სილამაზესა  და ტრადიციას.

კონკურსი ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისისა“ და გერმანიაში საქართველოს საკონსულოს ურთიერთთანამშრომლობით იმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანია, როგორც ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე მხარდაჭერა იმ ფოტოგრაფებისა, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებულნი.

მონაწილეობის მიღების მსურველებს ფოტოების გაგზავნა 2019 წლის 20 ნოემბრამდე, სპეციალური საიტის (http://aisigroup.com/) მეშვებით შეეძლებათ.

გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენას კი გერმანიის ქალაქები, კიოლნი და ფრანკფურტი იანვარში უმასპინძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები