„ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“- UNESCO საერთაშორისო ფოტოკონკურსს აცხადებს

UNESCO აცხადებს საერთაშორისო ფოტოკონკურსს სახელწოდებით „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. 2019 წლის კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“.

კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, ფოტონამუშევრების სახით წარმოადგინონ თავიანთი ხედვები აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის საქართველოს შესახებ.

ფოტოკონკურსის ფარგლებში წარდგენილი ნამუშევრები უნდა ეხებოდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების შემდეგ თემატიკას:

  • გასტრონომია და კვების მრეწველობა
  • მუსიკა და ცეკვა
  • ტრადიციულ სპორტი და თამაშები

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბრეშუმის გზის ქვეყნებში მცხოვრებ ან ამ ქვეყნებში მოგზაურ 14-25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

ფოტოკონკურსში ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 იანვარი. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 21 მარტს გამოვლინდებიან.

შერჩეული 50 საუკეთესო ფოტოსგან შექმნილი ფოტოგამოფენა იმოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე, მომზადდება ფოტოალბომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.