„ჩვენებურების კავკასია” ნიურნბერგში

9 ნოემბერს ანსამბლმა „ჩვენებურებმა“ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ფოლკლორული მუსიკის საღამო გამართა.

„ჩვენებურებისა“  და ლელა ნაყეურის ტურნე, სახელწოდებით  „კავკასია“ ევროპის 4 და აზიის 1 ქვეყანაში 13 კონცერტს მოიცავს.

ანსამბლი გასტოლის ერთადერთ  აზიურ პერფორმანსს 14 ნოემბერს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გამართავს. „ჩვენებურები“ სოლო კონცერტით აზიის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალზე წარსდგებიან, რომელშიც  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

 „კავკასია“  24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.