ქუთაისმა მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა, მსოფლიო ვარსკვლავები ანტონელო პალომბი, რაფალ სივეკი, ვესელინა კაზაროვა, ნინო სურგულაძე და ანა ჭანია მონაწილეობდნენ. საღამოს რეჟისორი რეზი ქაროსანიძე იყო, ხოლო. ორკესტრის დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი.

საქველმოქმედო კონცერტი ქართველი მეცო-სოპრანოს, საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ღონისძიების მხარდამჭერი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იყო.

ფონდმა „ნატვრის ხე“ დაარსების დღიდან, 60-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.