ახალი ამბები ტურიზმი

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა

როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, გაზრდილია როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტების რაოდენობა. 

2019 წლის 10 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია. ვიზიტორთა 49% –  ქართველი, ხოლო 51% უცხოელი იყო.

განსაკუთრებით პოპულარულ მარშრუტთა შორის ყაზბეგის ეროვნული პარკი, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი  ლიდერობენ.

სიაში მოხვდა ოკაცეს ჩანჩქერიც, რომელიც ვიზიტორებისათვის 2019 წელს გაიხსნა. ჩანჩქერზე ასევე ფუნქციონირებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ყველაზე გრძელი -700-მეტრიანი ზიპ-ლაინი.  ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისიდან მასპინძლობს და 6 თვეში მას  21 000 ადამიანი ესტუმრა.

 

     

სხვა სიახლეები

ონლაინ შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან

Editor

“თბილისის ურბანული ცვლილებები” – 25 უნიკალური ფოტო ეროვნული არქივის კოლექციიდან 

Editor

“დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ადამიანთან, გნებავთ – დარჩი ღმერთთან” – გიორგი კეკელიძე

Editor

“ერთი დღე კარანტინში” – მარი დევაძის ვიდეობლოგი 

Editor

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

Editor

დავით აღმაშენებლის ანდერძის ორიგინალის ფრაგმენტი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა

Editor