ნინო ქათამაძე „ლილესთან“ ერთად ლევერკუზენში კონცერტს გამართავს

„მუსიკა ჩემშია – მე ვმღერი, ვუკრავ, ვმართავ კონცერტებს იმისათვის, რომ ჩემი ნაწილი გავუზიარო სხვას…“

ნინო ქათამაძე და ჯგუფი  „ლილე“ ლევერკუზენში 13 ნოემბერს კონცერტს გამართავენ. საღამოზე შესრულდება როგორც ცნობილი კომპოზიციები, ასევე მომღერლისა და ჯგუფის ტანდემის შედეგად შექმნილი, ახალი სიმღერები.

მუსიკოსები მსმენელს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან რეპერტუარით, რომელიც ჯაზის, პოპის, როკისა და ფოლკლორის ნაზავს წარმოადგენს. შემსრულებლები კი სცენაზე სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან. კონცერტის ორგანიზატორები იმპროვიზაციასა და სიურპრიზებსაც არ გამორიცხავენ.

ნინო ქათამაძე და სვანური ფოლკლორული ჯგუფი „ლილე“ რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. მომღერლის დუეტი ექვსკაციან ჯგუფთან მოიცავს როგორც ე.წ ა-კაპელას, ასევე კლასიკური ინსტრუმენტების მოდერნიზებს შედეგად მიღებულ განსხვავებულ აკომპანიმენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.