„ხუთი მუსიკოსი ერთი ქართული სულით“ – ბერლინში ქართველი ჯაზმომღერლის კონცერტი იმართება

ბერლინში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ჯაზმომღერლის კონცერტი დღეს იმართება. „ქართული და გერმანული სულის შეხვედრა“ ასე ჰქვია  მუსიკალურ პროექტს, რომელსაც თინათინ წერეთელი ბერლინელ აუდიტორიას ბენდთან ერთად  სთავაზობს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ის აუდიტორიას განსხვავებულ ხედვას წარუდგენს – საღამოზე შესრულდება  ახლებური მუსიკა – ”ჯაზის, პოპისა და სოულის ნაზავი, რომელიც სრულ ჰარმონიას შექმნის“.

თინათინის დებიუტი 2018 წელს გერამნიაში შედგა და მალევე იგი იუნესკომ  გერმანიის მუსიკალურ ელჩად შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები