„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმი მორიგი ჯილდოს მფლობელია

მინსკში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე „Listapad“ ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულთა სიაში მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელმა, ლევან გელბახიანმა ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  მოიპოვა.

ქართულ-შვედური კოპროდუქცია რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია და ოსკარების 92-ე ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის წოდების მოსაპოვებლად შვედეთის სახელით წარსდგება.

 

“And Then We Danced “- ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ   მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე  გადაღებული  ფილმია, რომლის  პრემიერაც  მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები