ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, შესაძლოა, გია ყანჩელის ძეგლი დაიდგას

როგორც მუსიკოსი დაჩი ხასაია სოციალურ ქსელში წერს, მან ქალაქის მერიას თხოვნით მიმართა, გია ყანჩელის საყვარელ ადგილას, მიდელჰეიმის პარკში მუსიკოსის ძეგლი დაედგათ.

მისივე ინფორამციით, ანტვერპენის მერია მის შეთავაზებას დათანხმდა და გამოთქვა მზადყოფნა, ბელგიის ქართულ სათვისტომოსთან  ერთად, იმუშაოს  ძეგლის ვიზუალის შემუშავებაზე.

„გია ყანჩელმა მოიპოვა ბელგიელების უდიდესი სიყვარული და მათი დახმარებით აუცილებლად მოვახერხებ ამ იდეის განხორციელებას, მაგრამ მინდა ქართული მახრეც ჩაერთოს. ქართველების გასაკეთებელი საქმე მგონი ეს“ -წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის თხოვნით მიმართავს.

 

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.1995 წლიდან  იგი სწორედ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში  ცხოვრობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები