ჰააგაში, ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის წიგნის „კატა და გენერალი” პრეზენტაცია გაიმართა

6 ნოემბერს, ჰააგაში, წიგნის სახლში „Paagman”, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის წიგნის „კატა და გენერალი” პრეზენტაცია გაიმართა.

ნინო ხარატიშვილი 3-დან 11 ნოემბრის ჩათვლით, ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა ქალაქში მკითხველთან შეხვედრებს მართავს და ახალ წიგნს „კატა და გენერალი“ წარადგენს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა ჰოლანდიურად.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

რომანი „კატა და გენერალი“ დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანია დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები