თბილისი ნორვეგიული გამოცემის ხუთეულშია

ცნობილი ნორვეგიული გამოცემა “Aftenposten“ მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

გაზეთმა საქართველო იმ ხუთ ორიგინალურ ქვეყანას შორის დაასახელა, რომელთა მონახულებაც მოკლევადიანი  მოგზაურობისას შეიძლება.

”დრამატულ ქართულ მთიან პეიზაჟს შორის, მდებარეობს ცოცხალი და მომხიბლავი თბილისი. აქ არის ეკლესიების, ტაძრებისა და შენობების პოპური, რომლებიც მოწმობენ საბჭოთა მემკვიდრეობას; გზები და ხეივნები, რომლებიც  გორაკებსა და ხეობებში იკარგებიან“ – ნათქვამია სტატიაში.

თბილისთან ერთად, „Aftenposten-ის“ ხუთეულში თელავივი, ტირანა, თესალონიკი და ტრიესტიც მოხვდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები