გოჩა გაიოსის იშვიათი სინთეზური გამოცემები წიგნის მუზეუმს გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა, არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, გოჩა გაიოსის (შათირიშვილი) მხატვრული ნამუშევრების და გამოცემების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გოჩა გაიოსის მიერ ბუენოს აირესში, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი, ქართული ავანგარდის ლეგენდარული წარმომადგენლების მხატვრული გამოცემები. მათი ტირაჟი თითო ცალია.

გოჩა გაიოსის იშვიათი სინთეზური წიგნები, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნის მუზეუმს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები