ანსამბლ „იბერის“ კონცერტმა ლიუბლიანაში ანშლაგით ჩაიარა

ლიუბლიანის უდიდეს საკონცერტო დარბაზში „ცანკარევ დომ“ სრული ანშლაგით ჩაიარა ქართული ფოლკლორული ანსამბლის „იბერი“ სოლო კონცერტმა.

მისი დასრულების შემდეგ, საელჩომ ორგანიზება გაუკეთა ქართული ღვინის მიღება-დეგუსტაციას.

კონცერტსა და მის შემდგომ მიღებას დაესწრნენ სლოვენიის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მედია, დიპკორპუსის ხელმძღვანელები, სლოვენიური ქართული სიმღერების ანსამბლი „კვალი“ და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

,,წლის კულტურული მოვლენა – ანსამბლის „იბერი“ ბრწყინვალე კონცერტი ლიუბლიანაში, სრული ანშლაგი და სათვალავარეული შესრულებები „ბისზე“ – წერს ღონისძიების შესახებ, სოციალურ ქსელში საქართველოს ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები