რომში 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალის პოეტური ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება

12 ნოემბერს, რომის ლიტერატურის სახლში გაიმართება პოეტური ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ – 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაცია.

გამოცემის წარდგენას დაესწრებიან ანთოლოგიაში შემავალი ქართველი და იტალიელი პოეტები: ეთერ თათარაიძე, ელა გოჩიაშვილი, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, ეკა ქევანიშვილი, მანონ ბულისკერია, როზარია ლო რუსო, რიტა პაჩილიო და ანიტა პისკაცი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, პროექტის “ცოცხალი წიგნების” ავტორი ქეთი დუმბაძე და ანთოლოგიის შემდგენელი და მთარგმნელი ნუნუ გელაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.