რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გაიმართება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 2019 წლის 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
ტრადიციულად, ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვა.
დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც ჩაატარებენ ისეთი სახელოვანი და ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: მარიამ ალექსიძე, გია ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, გიორგი კალანდია და თამარ ჩხეიძე.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პროექტი „ცეკვა ბაროკოს მუსიკაში და თანამედროვე ქორეოგრაფია“, რომელმაც გაიმარჯვა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა დაიმსახურა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალს“ 5 წელი უსრულდება.