ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ხელშეწყობით, ლონდონში მოდის ჩვენება გაიმართება
ლონდონში, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ხელშეწყობით, ქართული მოდისა და დიზაინის კომპანია – ,,COMODE“ გამართავს მოდის ჩვენებას. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა pop-up ჩვენება და ნიმუშების გაყიდვა. ღონისძიება 5-6 ნოემბერს შედგება.
,,ხსენებული ღონისძიების მიზანი, ქართული მოდისა და დიზაინის კომპანიის წახალისება ბრიტანულ ბაზარზე“- აღნიშნულია ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.