მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონი გახდა
მარიამ ჭანტურია რუსეთის ქალაქ იჟევსკში, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან 70 კგ-იან წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.
ჭანტურიამ ერთმანეთის მიყოლებით მაია გოშენი (ისრაელი), ჟანა ასიპოვიჩი (ბელარუსი), ანდელა ვიოლიჩი (ხორვატია) და ჰილდე იაგერი (ჰოლანდია) დაამარცხა.
1-ელ ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე 60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.