მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონი გახდა

მარიამ ჭანტურია რუსეთის ქალაქ იჟევსკში, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან 70 კგ-იან წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჭანტურიამ ერთმანეთის მიყოლებით მაია გოშენი (ისრაელი), ჟანა ასიპოვიჩი (ბელარუსი), ანდელა ვიოლიჩი (ხორვატია) და ჰილდე იაგერი (ჰოლანდია) დაამარცხა.

1-ელ ნოემბერს ტურნირზე ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე  60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.