National Geographic საქართველოს შესახებ, შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ, შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს. „GEORGIA UNCOVERED“- ამ სათაურით, საქართველოს რეგიონებზე მე-5 სტატიას ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პლატფორმასთან ერთად აქტიურად იმუშავა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: სამეგრელოს, სვანეთის, გურიის, კახეთის და სხვა მხარეების პოპულარიზაციისათვის. შედეგად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში National Geographic-ის მილიონობით მკითხველს საშუალება აქვს საქართველოს რეგიონების შესახებ საინტერესო აღწერები და ფოტოკოლაჟი იხილოს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის სტატიების სერიით, ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები დავფარეთ და მილიონობით მკითხველს საშუალება მივეცით გაცნობოდნენ საქართველოს რეგიონებს National Geographic-ის ჟურნალისტების თვალით“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

National Geographic-ის ჟურნალისტი სტატიაში ცალკე თავს უთმობს, სამეგრელოს უნიკალურ ბუნებას. აღწერს კაღუს ჩანჩექერს და მარტვილის კანიონს, ასევე ბახმაროს. სტატიაში აღწერილია სამთო კურორტი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბახმაროს ტრადიციული დოღი. სტატიის ბოლოს აარონ ჰუი ვრცლად წერს სვანეთის შესახებ. ჟურნალისტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ უშგულს, შუასაუკუნეების ტაძრებს, უძველეს ტრადიციებს, საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას და უშბასთან და თეთნულდთან დაკავშირებულ ლეგენდებს აღწერს.

National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები