ლონდონში რიგით მეორე ქვევრის ფესტივალი გაიმართა

ლონდონში გაიმართა რიგით მეორე ლონდონის ქვევრის ფესტივალი. ფესტივალზე ბრიტანელი იმპორტიორების მიერ წარმოდგენილი იყო, 20 სახეობაზე მეტი იმპორტირებული ქართული ქვევრის ღვინო, რომლებიც მათ საქართველოში მოგზაურობისას სპეციალურად ქვევრის ფესტივალისთვის შეარჩიეს.

ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარობასა და იმპორტის მზარდ დინამიკაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს ფესტივალის მოწყობისთვის და ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის.

ღვინის ექსპერტმა ჯეიმი გუდმა სტუმრებისთვის ქართული ქვევრის ღვინის 8 სახეობის მასტერკლასიც გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ქვევრის ღვინის განსაკუთრებული თვისებები და მისი დამზადების მეთოდი გააცნო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართულ ღვინოსთან ერთად დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს, ასევე შეეძინათ ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ წიგნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.