ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა საქართველოშია

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა საქართველოშია და მისი ნახვა გამოფენაზე, ეროვნულ მუზეუმშია შესაძლებელი.

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა, დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია. მას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ამ მონეტის წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.”

გამოფენა იმართება საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას 60-ზე მეტი ღონისძიებით, ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად.

დავით აღმაშენებლის მონეტის ნახვა დამთვალიერებელს 15 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.