ავსტრიაში ქართულმა სათვისტომომ ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება მოაწყო

ავსტრიაში, ვენაში, ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მოეწყო ტრადიციული საშემოდგომო ღონისძიება.

ვენის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. საღამოს ფარგლებში, მოწვეულმა სტუმარმა, ქართული მუსიკალური შოუ “ახალი ხმის” მონაწილე თორნიკე აბრამიშვილმა საქართველოს მეგობარ ავსტრიელ Anna Hödlmoser-თან ერთად შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

დასასრულს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ამოევლოთ ჩურჩხელები და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ავსტრიაში ქართული სათვისტომო 2015 წელს დაფუძნდა და ის აქტიურად უწევს ორგანიზებას მსგავს ქართულ კულტურულ საღამოებს, კონცერტებს, საბავშვო ზეიმებსა თუ საქველმოქმედო აქციებს. ორგანიზაციასთან, ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, რომლის მიზანი ადგილობრივ დიასპორელ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.