შვეიცარიაში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ „ვივაჩე“ საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტი გამართა

რუსთაველის თეატრში, შვეიცარიაში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ „ვივაჩე“ საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტი გამართა. ღონისძიება ასოციაციის დაფუძნების 10 წლის, შვეიცარიული და ლიხტენშტაინის UNICEF-ის 60 წლის და გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

საქველმოქმედო კონცერტი მიზნად ისახავდა, ქართველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას განათლებისა და მუსიკალური ნიჭის განვითარებაში. შემოწირული თანხებით „ვივაჩე“ შეიძენს მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქართველი ბავშვებისთვის, ხოლო UNICEF კი, დაეხმარება რუსთავის საბავშვო ბაღს.

კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი და შვეიცარიელი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები. მაყურებლის წინაშე, “საქართველოს სინფონიეტა”-სთან ერთად, წარსდგნენ არტურ თრაელნესი, ალექსანდრე საჰატჩი, ტიაშა გაფნერი, ნანა გოლიაძე, სანდრო ნებიერიძე, განვაი ფრიდრიჰი და თავად კონცერტის ინიციატორი, ასოციაცია „ვივაჩე“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პიანისტი თამარ კორძაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.