საქართველომ საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიოს უმსხვილესს კომპანიებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ორგანიზებით, პირველად საქართველოს აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი პროექტის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წამყვან ტურ-ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს და საქმიანი კონტაქტები დაამყარეს.

ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში 4 დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.

„დღევანდელი ღონისძიება თავისი მასშტაბურობით და მნიშვნელობით გამოირჩევა. მოწვეულ კომპანიებს გავაცანით საქართველოში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები, ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, საგამოფენო პავილიონები და ა.შ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, ასევე საქმიანი ტურიზმის პოზიციონირებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები