ოზურგეთის დრამატული თეატრის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

ოზურგეთის დრამატული თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა. ბულგარეთში, სოფიაში საერთაშორისო ფესტივალზე თეატრის ახალგაზრდა თაობამ ელენე მაცხონაშვილის თოჯინების სპექტაკლი ”ფიროსმანი” წარადგინა.

დრამატულმა წარმოდგენამ ბულგარელ მაყურებელში, დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე ,,АЛТЕР ЕГО 2019“ საქართველოსთან ერთად, მონაწილეობას იღებდა იტალია, ესპანეთი და რუსეთი. სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულნი იყვნენ ჟიურის საპატიო წევრებიც. ფესტივალი საკონკურსო ხასიათს არ ატარებდა.

,,ფესტივალის დახურვის შემდეგ, შედგა განხილვა და ჟიურიმ განსაკუთრებით დიდი დრო და ყურადღება დაუთმო “ფიროსმანს”. აღინიშნა ვახო ქორიძის მიერ, დამზადებული უნიკალური თოჯინები, მსახიობების თამაშის განსხვავებული მანერა, თოჯინის ტარების მაღალი ოსტატობა, სპექტაკლის უჩვეულო ფორმა და ამბის თხრობის საინტერესო ხერხი. ოზურგეთის თეატრის დასმა ბევრი კომპლიმენტი, განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო დაიმსახურა, როგორც ჟიურის წევრებისგან, ასევე ფესტივალის ორგანიზატორებისგან და რაც მთავარია, მაყურებლისგან, უხვად მიიღო ტაში და ოვაციები“, – აღნიშნა ელენე მაცხონაშვილმა.

დადგმაში, გენიალური ქართველი მხატვრის ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი, დრამატული ეპიზოდებია წარმოდგენილი. სპეციალურად ამ დადგმისთვის, მსახიობები დამატებით დაეუფლნენ თოჯინის მარიონეტებთან მუშაობას და უკეთ გაიცნეს თოჯინების თეატრის სპეციფიკა. სპექტაკლში მსახიობები – გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, თეა კეჭაყმაძე და მამუკა ბაბილოძე მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.