მუცოს რეაბილიტაციის პროექტს ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

აღნიშნული პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა. დაჯილდოებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა.

პროექტი, რომელიც 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა, კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართული პროექტის აღიარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მან სამიტის მონაწილეებს უახლოეს მომავალში საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების ჩატარება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები